პროექტის სახელი: იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად!
პროექტის მოკლე აღწერა:ადამიანების მიერ შეურაწყოფილი და დაბინძურებული გარემო
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ინტერესდებიან მოიძიონ და გამოავლინონ გარემოს დაბინძურების ფაქტები . ისინი საკლასო ოთახშივე აწყდებიან როგორც მათ ასევე სხვის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტებს.აგმოაჩინეს რომ იატაკზე ყრია საკვების ნარჩენები ,ფურცლები,საღეჭი რეზინები აგმოაჩინეს ყვავილის ქოთნებშიც-მაშინ როცა იქვე დევს ნაგვის ყუთი.
სკოლის დერეფნებშიც აგმოაჩენენ დაბინძურებულ იატაკებს.მოსწავლეები საკუთარი ხელებით აგროვებენ უგზოუკვლოდ დაყრილ ნაგავს და მათ მიერ შეძენილ ნაგვის ყუთებში ყრიან.ნაგვის ყუთებს ფერადი მარკერებით დააწერეს სლოგანი-იაზროვნე გლობალურად,იმოქმედე ლოკალურად!
მოსწავლეები სკოლის შენობიდან გადიან და იქ აგრძელებენ დაბინძურებული გარემოს აგმოჩენას და დასუფთავებას.აწყდებიან ეზოში დაყრილ სიგარეტის კოლოფებს,ნამწვა-
ვებს.პოლიეთილენის პარკებს,ერთჯერად ქაღალდებს-ხედავენ რომ ნაგვის ურნა იქვე დევს-ისინი ასუფთავებენ ეზოს და ნაგავს თავიანთ ნაგვის ყუთებში ყრიან.რომელსაც აწერია-იაზროვნე გლობალურად და იმოქმედე ლოკალურად!
როცა მათი ნაგვის ყუთები გაივსება, ისინი შეგროვებულ ნაგავს და უკვე დასუფთავებულ გარემოს სურათებს უღებენ..მოსწავლეები აკეთებენ ფოტო ალბომებს ასევე ქალაქ გარეთ არსებულ ნაგავსაყრელებზე .გზაში აღმოაჩენენ დამწვარ ნაგვის ურნას და მასაც ფირზე აღბეჭდავენ.
აკეთებენ კედლის გაზეთს რომელშიც როგორც დამწვარი ნაგვის ურნის ასევე მათ მიერ გაკეთებული ნაგვის ყუთების სურათებს აქვეყნებენ,რომელსაც აწერია -იაზროვნე გლობალურად,იმოქმედე ლოკალურად!აკეთებენ პრეზენტაციას ამ თემაზე და სკოლაში აჩვენებენ.
პროექტში მონაწილე კლასები:მეხუთე,მეექვსე კლასი
ვადები:2013 წლის 12 თებერვლიდან 13 მარტამდე
აქტვობები:ძიება და ადგილზევე მოქმედება,დისკუსია,ფოტო მასალების შეგროვება,ბლოგებზე განთავსება,პრეზენტაცია
შედეგები:შეიქმნება ბლოგები რომელზეც განთავსდება ფოტო მასალები.დაიდება სავსე ნაგვის ყუთებზე გადაღებული სურათები .
სარგებელი სხვებისთვის:საზოგადოება შეიტყობს უფრო მეტს ვიდრე იცოდნენ ნაგვის ყუთის და ნაგვის ურნის დანიშნულების შესახებ.საზოგადოება გააცნოებიერებს რომ მიღებული შედეგის გასაუმჯობესებლად საჭიროა ადგილზე მოქმედება.რომ ეზო,ქუჩა ,სკოლა არი ჩემი და არა ჩვენი.
ენა:ქართული
საგნების კავშირი ეროვნულ გეგმასთან:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ დამოკიდებულებას გეოგრაფიასთან და ბიოლოგიასთან -ფლორასთან და ფაუნასთან
პროექტის ფასილიტატორი:პედაგოგი-ხათუნა ჯინჭარაძე
ელ-ფოსტა:jinchaaradze@gmail.com
No comments:
Post a Comment