Saturday, December 15, 2012

პროექტის სათაური:ჯანსაღი არჩევანის გაკეთება

მოკლე მიმოხილვა:თანატოლებში ჯანსაღი ნარკოტიკებისაგან თავისუფალი არჩევანის გაკეთების მხარდაჭერა.

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ისახავენ შემდეგ მიზნებსა და ამოცანებს წარმატებული მოზარდობისა და ახალგაზრდობისათვის.

  • მოზარდობისა და ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი მიზნების ცოდნა.
  • მიზნების მიღწევის შესაძლო გზების ცოდნა
  • ნარკოტიკების მოხმარებასა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას შორის არსებულ განსხვავებაზე მსჯელობა
მოსწავლეები განიხილავენ მარიხუანის მავნე ზეგავლენის შედეგებს ახალგაზრდებსა და მოზარდებზე.
იკვლევენ ნარკოტიკების შესახებ მავნე ზეგავლენის შედეგებს და ეძებენ ნარკოტიკული ზეწოლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ეფექტურ და მტკიცე გზებს.მოჰყავთ ნარკოტიკული ზეწოლის საწინააღმდეგო სიტყვიერი და არასიტყვიერი მტკიცე ქმედებების პრაქტიკული მაგალითები:უზიარებენ  ზეწოლის საპასუხო ქმედებებს თანაკლასელებს,და ახდენენ საპასუხო ქმედებების დემონსტრირებას.
მოსწავლეები მიზნად ისახავენ იპოვონ სტრესის მართვის ჯანსაღი გზები გზები.

  • მათი ამოცანაა სტრესის სიმპტომების და მიზეზების დადგენა:
  • სტრესის შემცირების და მართვის საშუალებების ჩვენება
  • პრობლემებთან გამკლავებაში სანდო უფროსის აზრის გათვალისწინება
მოსწავლეები განაგრძობენ არაჯანსაღი ცხოვრების გამომწვევი მიზეზების ძიებას

  • თამბაქო:რა გავლენას ახდენს ის მოზარდებზე
  • რატომ ვიწყებთ?
  • ალკოჰოლი სიმართლე თუ ტყული მის შესახებს
  • როგორ მოქმედებს ის მოზარდბზე
  • თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამაზე წინააღმდეგობის გაწევა(თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამის გაანალიზება და მათი მოხმარებისკენ წაქეზების აღკვეთა)
აკეთებენ ჯანსაღ არჩევანს და ისახავენ შემდეგ მიზნებს:აკეთებენ პრეზენტაციას ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერის შედეგად მიღებული ცოდნის შესახებ. 
მოსწავლეები თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენები ს პრიორიტეტებს  იკვლევენ..

ენა:ქართული

მოსწავლეები:მეთორმეტე კლასი

ვადები:2 თვე.

აქტივობები:მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ ანტი რეკლამებს,ბიოგრაფიებს ცნობილ ადამიანებზე რომლებაც არაჯანსაღი ცხოვრების წესით მიაღწიეს სავალალო შედეგებს ან პირიქით დაძლიეს სისუტეები საკუთარ თავში.აკეთებენ პრეზენტაციებს.და პროექტის მსვლელობისას   ენერჯაიზერებს.აგზავნიან მესიჯებს თანატოლებში.აგმოაჩენენ პროექტის ფრაზას.
საგნობრივ ჯგუფები/ კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:ისტ -ის ტექნოლოგიების გამოყენება,ბიოლოგოა-ანატომია.

სარგებელი სხვებისთვის:სხვა მოსწავლეები,მშობლები ჩაერთვებიან ჯანსაღი არჩევანისა და ნარკოტიკებისაგან თავისუფალი ცხოვრების პროპაგანდაში,იქნებიან მეტად ინფორმირებული.

პროექტის ფასილიტატორი.პედაგოგი -ხათუნა ჯინჭარაძე

პროექტის ფასილიტატორის: ელ-ფოსტა jinchaaradze@gmail.com

პროექტის ბლოგი:jinchaaradze86.blogspot.com



Thursday, December 13, 2012

პროექტის სახელი: იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად!
პროექტის მოკლე აღწერა:ადამიანების მიერ შეურაწყოფილი და დაბინძურებული გარემო
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ინტერესდებიან მოიძიონ და გამოავლინონ გარემოს დაბინძურების ფაქტები . ისინი საკლასო ოთახშივე აწყდებიან როგორც მათ ასევე სხვის მიერ  გარემოს დაბინძურების ფაქტებს.აგმოაჩინეს რომ იატაკზე ყრია საკვების ნარჩენები ,ფურცლები,საღეჭი რეზინები აგმოაჩინეს ყვავილის ქოთნებშიც-მაშინ როცა იქვე დევს ნაგვის ყუთი.
სკოლის დერეფნებშიც აგმოაჩენენ დაბინძურებულ იატაკებს.მოსწავლეები საკუთარი ხელებით აგროვებენ უგზოუკვლოდ დაყრილ ნაგავს და მათ მიერ შეძენილ ნაგვის ყუთებში ყრიან.ნაგვის ყუთებს ფერადი მარკერებით დააწერეს სლოგანი-იაზროვნე გლობალურად,იმოქმედე ლოკალურად!
მოსწავლეები  სკოლის შენობიდან გადიან და იქ აგრძელებენ დაბინძურებული გარემოს აგმოჩენას და დასუფთავებას.აწყდებიან ეზოში დაყრილ სიგარეტის კოლოფებს,ნამწვა-
ვებს.პოლიეთილენის პარკებს,ერთჯერად ქაღალდებს-ხედავენ რომ ნაგვის ურნა იქვე დევს-ისინი ასუფთავებენ ეზოს და ნაგავს თავიანთ ნაგვის ყუთებში ყრიან.რომელსაც აწერია-იაზროვნე გლობალურად და იმოქმედე ლოკალურად!
როცა მათი ნაგვის ყუთები გაივსება, ისინი შეგროვებულ ნაგავს და უკვე დასუფთავებულ გარემოს სურათებს უღებენ..მოსწავლეები აკეთებენ ფოტო ალბომებს ასევე ქალაქ გარეთ არსებულ ნაგავსაყრელებზე .გზაში აღმოაჩენენ დამწვარ ნაგვის ურნას და მასაც ფირზე აღბეჭდავენ.
აკეთებენ კედლის გაზეთს რომელშიც როგორც დამწვარი ნაგვის ურნის ასევე მათ მიერ გაკეთებული ნაგვის ყუთების სურათებს აქვეყნებენ,რომელსაც აწერია -იაზროვნე გლობალურად,იმოქმედე ლოკალურად!აკეთებენ პრეზენტაციას ამ თემაზე და სკოლაში აჩვენებენ.
პროექტში მონაწილე კლასები:მეხუთე,მეექვსე კლასი
ვადები:2013 წლის 12 თებერვლიდან 13 მარტამდე
აქტვობები:ძიება და ადგილზევე მოქმედება,დისკუსია,ფოტო მასალების შეგროვება,ბლოგებზე განთავსება,პრეზენტაცია
შედეგები:შეიქმნება ბლოგები რომელზეც განთავსდება ფოტო მასალები.დაიდება სავსე ნაგვის ყუთებზე გადაღებული სურათები .
სარგებელი სხვებისთვის:საზოგადოება შეიტყობს უფრო მეტს  ვიდრე იცოდნენ ნაგვის ყუთის და ნაგვის ურნის დანიშნულების შესახებ.საზოგადოება გააცნოებიერებს რომ მიღებული შედეგის გასაუმჯობესებლად საჭიროა ადგილზე მოქმედება.რომ ეზო,ქუჩა ,სკოლა არი ჩემი და არა ჩვენი.
ენა:ქართული
საგნების კავშირი ეროვნულ გეგმასთან:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ დამოკიდებულებას გეოგრაფიასთან  და ბიოლოგიასთან -ფლორასთან და ფაუნასთან
 პროექტის ფასილიტატორი:პედაგოგი-ხათუნა ჯინჭარაძე
ელ-ფოსტა:jinchaaradze@gmail.com